მარციპანის კანფეტი მარციპანის კანფეტი />


  10:45:41     07-11-2011

მარციპანის კანფეტი

a12067.jpg

მასალა:

ნუში  - 150 გრ

რომი  - 5 მლ

შოკოლადი  - 30 გრ

შაქრის პუდრა  - 100 გრ

კვერცხი  - 3 ცალი (მწყერის)

მარციპანის შემადგენელი ნაწილი - ტკბილი ნუშია. ნუში უნდა გავფცქვნათ. ამისათვის საჭიროა ჩავდოთ ნუში მდუღარე წყალში და დავტოვოთ 1 წუთით. ორიგინალ რეცეპტში სასურველია 100 ცალ ტკბილ ნუშში დამატებული იყოს 1 ცალი მწარე ნუში. განსაკუთრებული არომატისთვის და გემოსთვის. მაგრამ მისი შოვნა ძალიან ძნელია. 1 წუთის მერე გადავასხათ ცხელი წყალი და დავამატოთ ცივი. ნუშს კანი მოსცილდება. გასუფთავებული ნუში უნდა გავაშროთ. როცა ნუში გაშრება მაქსიმალურად წვრილად დავფქვათ. ნუშის ფქვილი ავურიოთ შაქრის პუდრაში. ნუშისა და პუდრის მასას შევურიოთ 1 კოვზი რომი ან ლიქიორი და 3 კვერცხის ცილა (მწყერის). ყველაფერი კარგად ავურიოთ. უნდა გამოვიდეს ცომი. კანფეტებისთვის შეიძლება მოვიფიქროთ გულსართი. შეიძლება გავადნოთ შოკოლადი და შევურიოთ ცომის 1/5 ნაწილს. ნებისმიერი ინგრედიენტის გამოყენება შეიძლება. გავაკეთოთ ცომისგან გრძელი ფორმა და დავჭრათ 20-30 ნაწილად. გავაბრტყელოთ თეთრი ცომი და ცენტრში ჩავდოთ შოკოლადის გულსართი. გავაკეთოთ ბურთულა. კანფეტი მზადაა.

0

ავტორი: