10:47:18     05-11-2011
უკვდავები - აქემენიდური სპარსეთის ელიტარული მეომრები
უკვდავები აქემენიდური სპარსეთის ელიტარული მეომრები იყვნენ. ისინი სამხედრო ოპერაციებში ჯერ კიდევ 2,600 წლის წინ იღებდნენ მონაწილეობას. სახელი ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ შეარქვა. სხვადასხვა წყაროებში ხშირად 10,000 უკვდავის სახელით მოიხსენიებიან, რადგანაც ბრძოლის დროს დაღუპულებს მაშინვე ცვლიდნენ ახალი რეკრუტებით ისე, რომ მათი რაოდენობა არ იკლებდა. სპარსეთის მულტიეთნიკური არმიისგან განსხვავებით, უკვდავები მხოლოდ ცენტრალური პროვინციებიდან იყვნენ. მათ ფერადი ტანსაცმელი ემოსათ და ქვეყანაში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ – უფლება ჰქონდათ საკუთარი მზარეულებისა და ჰარამხანის თანხლებით წასულიყვნენ ომში.
მეოცე საუკუნეში ირანის შაჰმა უკვდავთა სახელოვანი წარსულის აღდგენა განიზრახა და 1940–იან წლებში ჩამოაყალიბა ჯავიდანთა (სპარსულად ნიშნავს უკვდავს) გვარდია. თუმცა თანამედროვე უკვდავებმა შაჰი 1979 წლის ისლამური რევოლუციისგან ვერ იხსნეს.
Armada.ge
0