"ბუჟენინა" "ბუჟენინა" /> "/> " />


  09:47:21     05-11-2011

"ბუჟენინა"

a12025.jpg

მასალა:

 ღორის ბარკალი  - 1 ცალი
 ნიორი  - 1 თავი
 მაიონეზი  - 40 გრ
 მდოგვი  - 20 გრ

ეს არის უგემრიელესი კერძი. ჩვენ დაგვიჭირდება 1 ღორის ბარკალი, მოვამზადოთ ღორის ხორცი
ნიორი, მაიონეზი და მდოგვი და ასევე ბევრი ფოლგა (ვერცხლისფერი ქაღალდი). გავშალოთ ფოლგა და დავადოთ ზემოდან ღორის ნაჭერი. დავჭრათ ნიორი სიგრძეზე. ჩავჭრათ ღორის ხორცი რამოდენიმე ადგილას და ჩავტენოთ ნიორი. მაიონეზი, მარილი და მდოგვი შევურიოთ ერთმანეთში და კარგად წავუსვათ ხორცს ყველა მხრიდან. შეიძლება წავუსვათ წიწაკაც. გემოვნების მიხედვით. კარგად გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ ღუმელში 3-4 საათით. როცა ხორცი მზად იქნება ამოვიღოთ, გავაციოთ და დავჭრათ ნაჭრებად.

0

ავტორი: