წიწიბურას ნამცხვარი წიწიბურას ნამცხვარი />


  09:41:29     05-11-2011

წიწიბურას ნამცხვარი

a12023.jpg

მასალა:

    კარაქი  - 200 გრ
    კვერცხის გული  - 5 ცალი
    ცილა  - 5 ცალი
    ხაჭო  - 400 გრ ( 5-9%)
    შაქარი  - 300 გრ
    წიწიბურას ფქვილი  - 250 გრ
    ნაღები  - 400 მლ (20-22%)
    ვანილი  - 10 გრ
    ნიგოზი  - 50 გრ
    ჟელატინი  - 15 გრ

გამდნარ კარაქში დავამატოთ შაქარი და 5 კვერცხის გული. კარგად ავთქვიფოთ.
დავამატოთ წიწიბურას ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს სქელი და რბილი.
ცალკე ავთქვიფოთ ცილა და ნელ- ნელა დავამატოთ შაქარი.(50-70 გრ) უნდა გამოვიდეს მაგარი ქაფი. ათქვეფილი ცილა დავამატოთ ცომში და ფრთხილად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავანაწილოთ ფორმაში, რომელშიც ჩადებულია საკონდიტრო ქაღალდი. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სანამ ცომი ცხვება, გავაკეთოთ შიგთავსი. ამისათვის ჟელატინი ჩავალბოთ წყალში. ხაჭო ავურიოთ ნაღებთან ერთად. დავამატოთ ჟელატინი, შაქარი, ვანილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. შიგთავსი უნდა გავაცხელოთ , რომ ჟელატინი გადნეს და მერე დავდგათ გრილ ადგილას 30-40 წუთით.
ცომი გავჭრათ 2 ნაწილად, რომ გამოვიდეს 2 ერთნაირი კორჟი. თითოეულ კორჟს დავადოთ ხაჭოს კრემი
 გავაციოთ რომ ჟელატინი გამაგრდეს და დავადოთ ზემოდან მეორე კორჟი. მოვრთოთ ნიგოზით.

0

ავტორი: