შს სამინისტრომ მკვლელობისთვის 25 წლის ახალგაზრდა დააკავა შს სამინისტრომ მკვლელობისთვის 25 წლის ახალგაზრდა დააკავა />


  19:51:54     04-11-2011

შს სამინისტრომ მკვლელობისთვის 25 წლის ახალგაზრდა დააკავა

a12020.jpg

თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად  განზრახ მკველობისთვის ბრალდებული, 1986 წ.დ. ხვიჩა გოცირიძე დააკავეს.

ბრალდებულმა 2011 წლის 3 ნოემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის, დანის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გელა ვარძელაშვილს, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

შს სამინისტრომ გოცირიძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

0

ავტორი: