10:18:34     04-11-2011
” ბერლინერები” – ფუნთუშები შიგთავსით
მასალა:
კვერცხი - 1 ცალი
კვერცხის გული - ცალი
ფქვილი - 500 გრ
რძე - 200 მლ (ცივი)
კარაქი - 130 გრ
საფუარი - 5 გრ
შაქარი - 60 გრ
ძმარი - 1 ს/კ
კონიაკი ან რომი - 3 ს/კ
ვანილი - 1 ცალი
საფუარი გავხსნათ 100 გრამ რძეში და დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, თანდათან დავამატოთ 2 კვერცხის გული და 1 ცალი კვერცხი. დავამატოთ ძმარი, კონიაკი, ვანილი, დარჩენილი რძე 0,5 ჩ/კ მარილი. დავამატოთ ღზეში გახსნილი საფუარი, ფქვილი და კარგად ავურიოთ. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი. ცომი გადავდგათ სანამ არ ამოვა.(დაახლოებით 2 საათით). ამოსულ ცომს ვჭრით 18-20 ნაწილად. ამ ნაწილებისგან გავაკეთოთ ბურთულები. ამ ბურთულებს ვტოვებთ 1 საათით რომ კარგად ამოვიდეს. შემდეგ ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ვაცხელებთ ზეთს და ამ ბურთულებს ვყრით ზეთში და ვწვავთ სანამ არ გაწითლდება. აუცილებლად დავაფაროთ თავსახური.
როცა ბურთულები შეიწვება ამოვიღოთ ისინი, გავაციოთ და გავავსოთ შიგთავსით. ამის გაკეთება შეიძლება საკონდიტრო შპრიცით. დავაყაროთ შაქრის პუდრა და მზად არის. შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი: შოკოლადი, კრემი, ჯემი.