10:15:36     04-11-2011
ჩაშუშული ძროხის ხორცი სტაფილოთი
მასალა:
ძროხის ხორცი - 200-300 გრ
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით
ზეთი - შესაწვავად
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. სტაფილო გავხეხოთ და დავამატოთ ხახვში. ავურიოთ და მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ მარილი. ძროხის ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვშუშოთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად 15 წუთის განმავლობაში. ავადუღოთ წყალი და დავასხათ ხორცს ისე რომ სულ დაიფაროს.დავამატოთ შავი წიწაკა და დავტოვოთ ცეცხლზე. ვხარშოთ სანამ ხორცი მზად არ იქნება.
0