10:12:53     04-11-2011
ფორთოხლის ტორტი
მასალა:
ბისკვიტისთვის
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 180 გრ
ფქვილი - 1 ჭიქა (200 მლ)
ფოთოხლის კანი - (1 ცალისგან)
პირველი კრემისთვის
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ცალი
კარაქი - 200 გრ
მეორე კრემისთვის
ნაღები - 200 გრ (ათქვეფისთვის)
შაქარი - გემოვნებით
ფორთოხალი - 2-3 ცალი (მორთვისთვის)
ვაცალკევებთ კვერცხის ცილას და გულს. ვიწყებთ ცილის ათქვეფას მიქსერით მცირე სიჩქარით. მერე ნელ ნელა ვამატებთ შაქარს და ვანილს. როცა ათქვეფილი ცილა გახდება თეთრი და გამაგრებული, ასევე ნელ ნელა ვამატებთ კვერცხის გულს და ვაგრძელებთ ათქვეფას. შემდგომ ვიწყებთ გაცრილი ფქვილის დამატებას და ვურევთ ნელ ნელა კოვზით, დაბლიდან ზევით. მომზადებულ ცომს ვასხამთ, კარაქით მოსმულ ფორმაში და ვდგამთ ღუმელში 190-200 გრადუსზე. ვაცხობთ 20-25 წუთი. რაც მთავარია, არ უნდა გავხსნათ ღუმელი ბისკვიტის გამოცხობის დროს. თორემ ის ჩავარდება.
როცა ბისკვიტი მზად არის, ვიღებთ მას ღუმლიდან და ვაცლით სანამ გაცივდება. თუ სწორად გააკეთებთ ამ რეცეპტით ბისკვიტი გამოდის მაღალი და ჰაეროვანი. ბისკვიტი გავჭრათ ორ ნაწილად. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად. გაჭრილი ბისკვიტი გავჟღინთოთ სიროფით ან ლიქიორით, სქლად წავუსვათ კრემი და შევდგათ 20 წუთით მაცივარში. როცა კრემი შეგრილდება და გამაგრდება, დავადოთ ზემოდან მეორე ფენა. წავუსვათ ბისკვიტს ათქვეფილი ნაღების კრემი. მოვრთოთ ტორტი ყველა მხრიდან ფორთოხლით. ტორტი მზად არის.