ისრაელი აშშ-ს ირანზე თავდასხმას სთხოვს ისრაელი აშშ-ს ირანზე თავდასხმას სთხოვს />


  15:05:11     03-11-2011

ისრაელი აშშ-ს ირანზე თავდასხმას სთხოვს

a11971.jpg

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ცდილობს ხელისუფლება დაარწმუნოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში. ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურმა და მათმა მოკავშირეებმა მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი ურანის გამდიდრების სამუშაოს მიწისქვეშა ბუნკერებში ატარებს, სადაც სარაკეტო დარტყმის განხორციელება უშედეგო იქნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, მიუხედავად საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისა და სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგობისა, ცდილობს მინისტრების გადაბირებას. ამის შესახებ ინფორმაციას დღეს Associated Press ავრცელებს, ებრაული სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა ანონიმურია.

დღეს, აღნიშნული საკითხი ისრაელის მთავრობაში აქტიურად განიხილება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წამოწყებას უწევენ აგიტაციას. მაგრამ, ამ ეტაპისათვის, მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის მხარდაჭერა არ მოუპოვებიათ.

სხვა წყაროების თანახმად, ისრაელის უსაფრთხოებისა და საგარეო დაზვერვის სამსახური ეწინააღმდეგება ირანზე თავდასხმის ინიციატივას.

მოხდება თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა ეს დამოკიდებულია ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე. Associated Press იხსენებს, რომ 1981 წელს ისრაელის საჰაერო ძალებმა ერაყის ბირთვული პროგრამის შეჩერება შეძლეს, როდესაც რეაქტორი „ოსირაკი“ დაბომბეს.

ისრაელის ეროვნული უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი გიორა ეილანდი, ირანის ბირთვულ ობიექტზე თავდასახმას უგუნურ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევს. ამის შესახებ გაზეთ Jerusalem Post-სათვსი მიცემულ ინტერვიუში თავად აცხადებს. გენერალის თქმით, ქვეყნის სამხედრო სამსახურმა პოლიტიკოსებს უნდა აუხსნას, თუ რა შედეგი მოჰყვება ირანზე ავიაშეტევას და მიაყენებს თუ არა იგი ბირთვულ პროგრამას ზიანს.

„თუ ისრაელის სამხედრო ლიდერები თვლიან, რომ შეტევა წარმატებული იქნება, მაშინ ეს შესაძლებლობა გამოყენებულ უნდა იქნას, მიუხედავად იმისა, თუ რა რისკებს შეიცავს იგი.“- განაცხადა ეილანდმა.

0

ავტორი: