12:34:00     03-11-2011
მსოფლიოს საუკეთესო ვერტმფრენები
ჟურნალმა «პოპულარული მექანიკა» გამოაქვეყნა საუკეთესო ვერტმფრენების რეიტინგი. 1960-იან წლებამდე სამხედრო ვერტმფრენები გახლდათ ,სამოქალაქო ვერტმფრენების მოდიფიცირებული ვარიანტები.ხრახნფრთიან მანქანებს სერიოზულად მოეკიდნენ მას შემდეგ რაც ამერიკულმა Bell UH-1 «იროკეზებმა» აჩვენეს მათი ეფექტურობა ვიეტნამის ბრძოლების დროს. ვერტმფრენს შეეძლო ემოქმედა დაბალ სიჩქარეზე და დაბალ სიმაღლეებზე,რომლებიც საიმედო მხარდაჭერას უწევდნენ ქვეითთა სამხედრო შენაერთებს და ასევე გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებადაც.
ყველაზე პირველი: Flettner FL 265
ქვეყანა: გერმანია
პირველი გაფრენა: 1939
ასაფრენი წონა: 1000 კგ
ძრავა: 7-ცილინდრიანი, 160 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 160კმ/ს
პირველად ვერტმფრენების გამოყენება გერმანელებმა გადაწყვიტეს, მეორე მსოფლიო ომის დროს. ექსპერიმენტალური ერთადგილიანი ვერტმფრენი-Fl 265 ორი 12 მეტრიანი ხრახნით,ბაზირებული იყო ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში. მისი დავალება იყო მაღლიდან წყალქვეშა ხომალდების აღმოჩენა..
მჩატე ვერტმფრენებს შეეძლოთ თან წაეღოთ მცირე ზომის ნაღმები ან მანათობელი მარკერები, ასევე შეეძლოთ დაჭრილის გადაყვანა თოკზე ჩამოკიდებული საკაცით. გამოშვებული იქნა სულ ექვსი Fl 265. 1942 წელს ის შეცვალეს Fl 282 «კალიბრ»-ით ღია კაბინით.
ყველაზე სწრაფი: Lockheed AH-56 Cheyenne
ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1967
სიგრძე: 16,66 მ
მმზიდი ხრახნის დიამეტრი: 15,62 მ
სიმაღლე: 4,18 მ
ძრავა: ტურბოხრახნიGET64, 3925 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 393 კმ/ს
ფრენის ჭერი: 6100 მ
შეიარაღება:ვერტმფრენის წინა ნაწილის ტურელში 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი- М129 ან 7,62-მმ-იანი ტყვიამფრქვევი XM196, ძირითადი ტურელი 30-მმ-იანი ქვემეხით- XM140, რაკეტები-Mk4 (70 მმ), თვითდამიზნებადი რაკეტები-BGM-71.
ფორმალურად «შაიენი» ვერტმფრენი არ არის. იგი განეკუთვნება ხრახნფრთიანთა კლასს,ვინაიდან მას გარდა მზიდი ხრახნისა და სტაბილიხირებადი ხრახნის გარდა გააჩნია-მიმწოლი პროპელერი. (ზოგიერთი ცნობის თანახმად, «შაიენს» შეეძლო გადაეჭარბებინა 400 კმ/ს სიჩქარისათვის),აპარატს ჰაერში აჩერებდა ფიუზელაჟის ნაპირებზე პატარა ფრთები.
ჰორიზონტალური გამწეობა იქმნებოდა მიმწოლი პროპელერის მიერ. ჩვეულებრივი ვერტმფრენებისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფი სვლის დროს წინ იხრებიან, მას შეუძლია ჰორიზონტალური მდგომარეობა შეინარჩუნოს, თან ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას.
ყველაზე მანევრირებადი: Ка-50 «შავი ზვიგენი»
ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
პირველი გაფრენა: 1982
ასაფრენი წონა: 9800 კგ
ძრავა: ტურბოხრახნული, 2700 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 315 კმ/ს
ფრენის ჭერი: 5500 მ
«შავ ზვიგენს» მისი ხრახნების განლაგება საშუალებას აძლევს შეასრულოს ისეთი რთული საპილოტაჟე ფიგურა როგორიც არის «ორმო»: ამავე დროს მას შეუძლია არ მოაცილოს მიზანი სამიზნეს.მანევრი სრულდება 180 კმ/ს სიჩქარეზე.
ერთერთი საცდელი ფრენისას Ка-50-ი ერთ ადგილზე ჩამოკიდებული იყო 12 საათის განმავლობაში .
ყველაზე ნაკლებშემჩნევადი: Boeing Sikorsky RAH-66 «კომანჩი»
ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1996
ასაფრენი წონა: 4800 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 1432 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 324 კმ/ს
ფრენის ჭერი: 4560 მ
კამანჩის კონსტრუქციის პრაქტიკულად ყველა ელემენტს დაქვემდებარებული აქვს ის ფუნქცია რომ ვერტმფრენი გახდეს რაც შეიძლება უხილავი და უხმაურო. მისი ბრტყელი ზედაპირები დამზადებულია სტელსის ტექნოლოგიით.
რაკეტები განთავსებულია კამანჩის გვერდებში ფარულად მოთავსებულ კონტეინერებში. ფიუზელაჟში შედის 20 მმ-იანი ქვემეხი-XM301.კამანჩის მხოლოდ ორი პროტოტიპი შეიქმნა:სამხედროებმა გადაწყვიტეს რომ სადაზვერვო სამსახურებში უფრო მოსახერხებელი იქნებოდა უპილოტო აპარატების გაშვება და პროგრამა დაიხურა.
ყველაზე ეფექტური: AH-64 «აპაჩი»
ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1975
ასაფრენი წონა: 6550 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 1695 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 293 კმ/ს
ფრენის ჭერი: 6400 მ
«აპაჩი» – აშშ-ს,დიდი ბრიტანეთის,ისრაელის,იაპონიის და სხვა მრავალი ქვეყნის ძირითადი დამრტყმელი ვერტმფრენი.ეს არის ვერთმფრენი რომელმაც ითამაშა ძირითადი როლი საბრძოლო მოქმედებებში ბოლო 10 წლის განმავლობაში. AH-64-ბა მიაყენეს პირველი დარტყმა ერაყის არმიას ოპერაცია «უდაბნოს ქარიშხალი»-ს დროს.
«აპაჩი» თამაშობდა ერთერთ ძირითად როლს 2003 დან 2010 წლამდე ერაყის ომში. AH-64 –ის წარმატების საფუძველი იყო საიმედო კონსტრუქციისა და სითბური მასკირების,ხმისჩამხშობი სისტემებისა,ღამის ხედვის მძლავრი სისტემებისა და დასამიზნებელი მოწყობილობების საუკეთესო ურთიერთ შერწყმა.
ყველაზე ლეგენდარული: Bell UH-1 «იროკეზი»
ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1956
მოდიფიკაციები-UH-1D
ასაფრენი წონა: 4100 კგ
ძრავა: ტურბოხრახნული 1100 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 217 კმ/ს
ფრენის ჭერი: 5910 მ
«იროკეზმა» პირველი ბრძოლა გამართა 1962 წელს ვიეტნამში,რომელიც იქცა ამ ომის სიმბოლოდ.მას შემდეგ წარმოებულ იქნა 16000 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის UH-1 (იგივე «ჰიუი») –ზოგიერთი მათგანი დღესაც განაგრძობს სამხედრო სამსახურს მრავალი ქვეყნის არმიებში.
armada.ge
0