12:26:49     03-11-2011
განცხადება რეზერვის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის ”საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი.
მსურველებმა უნდა დარეკონ 2 75 26 44; 577 393 700; 577 393 701; 577 393 702 ან გამოაგზავნონ ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მსურველი პირის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, საცხოვრებელ ადგილსა და ტელეფონის ნომერს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ აღრიცხვას, შემდგომში მსურველთა შეფასებას და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. ბოლო ეტაპი კი იქნება წვრთნები.
mod.gov.ge
0