11:52:21     03-11-2011
ქათმის მკერდი სოუსში
მასალა:
ზეთი - 30 მლ
არაყი - 100 მლ
მარილი - 1/2 ჩ/კ
ქათმის მკერდი - 700 გრ
წიწაკა ტკბილი - 1 ცალი
ნაღები - 300 მლ (20-22%)
ქათმის მკერდი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. შევბრაწოთ ორივე მხრიდან. ქათამში ჩავასხათ არაყი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და მარილი. რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩავასხათ ნაღები, მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ გასქელდება.
0