კომბოსტოს მწნილი კომბოსტოს მწნილი />


  11:46:34     03-11-2011

კომბოსტოს მწნილი

a11946.jpg

მასალა:

კომბოსტო  - 2 კგ
ნიორი  - 1 კბილი
მარილი  - 5 ჩ/კ
ზეთი  - 100 მლ
სტაფილო  - 400 გრ
შაქარი  - 100 გრ
ძმარი  - 150 მლ

ვიწყებთ ყველაზე რთული პროცესიდან - ვჭრით კომბოსტოს. გავხეხოთ სტაფილო მსხვილ სახეხზე. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ კომბოსტო და სტაფილო. შიგადაშიგ ფენებს შორის ჩავაწყოთ დაჭყლეტილი ნიორი და ბოლოს ყველაფერი კარგად დავპრესოთ. მოვამზადოთ მარინადი: ამისათვის 1 ლიტრ მდუღარე წყალში ვურევთ ძმარს, ზეთს , მარილს და შაქარს. ვურევთ სრულ გადნობამდე. დავასხათ მარინადი კომბოსტოს ისე, რომ სრულად დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და 2 დღით დავდგათ ოთახის ტემპერატურაზე. ბოლოს გამზადებული კომბოსტო მოვათავსოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.

0

ავტორი: