12:13:38     02-11-2011
ახალი შეიარაღება ამერიკელი “ზღვის ლომებისათვის”
«ზღვის ლომები» – აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სპეცდანიშნულების რაზმია. მათ მუდმივად მიეწოდებათ უახლესი და სხვებისათვის მიუწვდომელი სპეცშეიარაღება და აღჭურვილობა, რათა უფრო ეფექტურად მოახდინონ საბრძოლო დავალებების შესრულება. ამჟამად წარმოგიდგენთ Navy SEAL-ის შეიარაღების ნაწილს .
საბრძოლო დანა 150BKSN Marc Lee “Glory”
ეს დანა მიეძღვნა მარკ ალან ლის,იგი იყო პირველი ამერიკელი საზღვაო«ლომი», რომელიც დაიღუპა ერაყში. 154-მმ-იანი დანის პირი,რომელიც დამზადებულია ზემტკიცე უჟანგავი ლითონისაგან რომელსაც გააჩნია ყავისფერი გოფრირებული სახელური და იგი ძალიან მოსახერხებელია ხმარების დროს.
საიერიშო შაშხანა-LaRue
შაშხანა LaRue კალიბრი 7.62 მმ გააჩნია საუკეთესო პარამეტრები ყველაზე რთული სპეცოპერაციების ჩასატარებლად: იწონის დაახლოებით 4 კილოგრამს, სროლის ეფექტური მანძილი 1100 мმეტრი,მას გააჩნია სპეციალური მოწყობილობა რომელიც სპეცრაზმელს სახიდან აცილებს გასროლის შედეგად ვაზნებიდან გამოყოფილ აირებს,ასევე მას სწრაფად ეცვლება სხვადასხვა ზომის ლულები.ინტენსიური ბრძოლის დროს მის ლულას გადახურებისაგან იცავს სპეციალური სავენტილაციო სისტემა.
კრებული-«ყველაფერი ერთად»
ეს არ არის საბავშვო სათამაშო. ყველა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ერაყში ან ავღანეთში იყენებს ხელსაწყოების კრებულს- Gerber Multi-Plier 600. იგი ხშირად გამოიყენება მავთულების გადასაჭრელად ან ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანაღმად.
რადიოკავშირი და ადამიანის თავის ქალა
«ზღვის ლომებს» გარდა საიმედო შეიარაღებისა ასევე სჭირდებათ საუკეთესო კავშირგაბმულობის სისტემები. აშშ-ს სპეცრაზმებისათვის შემუშავდა ახალი მოწყობილობა, რომელიც ძველისაგან განსხვავებით,ახორციელებს კავშირს არა ყურის სასმენი არხების საშუალებით,არამედ თავის ქალის ძვლების მეშვეობით.შემომავალ სიგნალს იღებს აუდიოგარდამსახველი,რომელიც დამაგრებულია ყურის გვერდით,შემდეგ სახის ძვლების მეშვეობით გადაეცემა ადამიანის შიდა ყურს.
მრავალპროფილიანი კომპიუტერი.
ტაქტიკური,ელექტრონული მოდულირებადი სისტემა- MTS C4ISTAR ოპერატორს საშუალებას აძლევს კომპიუტერიდან სწრაფად მოხსნას ინფორმაცია და გადავიდეს საბრძოლო მოქმედებებზე.ამისათვის მას სჭირდება სულ რამოდენიმე წამი.მასთან მუშაობა შესაძლებელია ქვიშის ქარიშხლის დროს და გადაუღებელი კოკისპირული წვიმის დროსაც.სპეციალური დაცვა არ აძლევს მოწინააღმდეგეს საშუალებას აღმოაჩინოს კომპიუტერი და მისი ოპერატორი .
და ბოლოს,უნიფორმა.
სპეციალური კომბინიზონი-Arc’teryx-(უძველესი მფრინავი რეფტილია). იგი სპეციალურად მორგებულია სპეცრაზმელების მოთხოვნების და მიხედვით.
armada.ge
0