აზიმ აზიმზადე – აზერბაიჯანელი გრაფიკოსი აზიმ აზიმზადე – აზერბაიჯანელი გრაფიკოსი />


  11:20:58     02-11-2011

აზიმ აზიმზადე – აზერბაიჯანელი გრაფიკოსი

a11913.jpg

აზიმ ასლან-ოღლუ აზიმზადე (დ. 25 აპრილი/7 მაისი, 1880, სოფ. ნოვხანი, ბაქოს მახლობლად — გ. 15 ივნისი, 1943, ბაქო, აზერბაიჯანი) აზერბაიჯანელი გრაფიკოსი, სახალხო მხატვარი (1927), აზერბაიჯანული სატირული გრაფიკის ფუძემდებელია.

მხატვარს სპეციალური განათლება არ მიუღია. მისი კარიკატურები და სატირული ნახატები, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე, 1906 წლიდან ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალში. 1929-1936 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმის დირექტორი. აზიმზადეს მთავარი ნამუშევრებია: „ძველი ბაქოს ტიპები“ (1937), „ღარიბების რამაზანი“, „მდიდრების რამაზანი“ (1938, ყველა — აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმი, ბაქო) და სხვა ნამუშევრები. ომის წლებში აზიმზადემ შექმნა მრავალი ანტიფაშისტური კარიკატურა. მუშაობდა თეატრის მხატვრად.

0

ავტორი: