11:18:00     02-11-2011
ოკეანოგრაფიული მუზეუმი მონაკოში
ოკეანოგრაფიული მუზეუმი — მდებარეობს მონაკო რაიონ მონაკო-ვილში. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდ რეფორმატორ პრინც ალბერ I-ის მიერ.
მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის ვარსკვლავები, ცხენთევზები, კუები, მედუზები, კიბორჩხალები, კიბოსნაირნი, გველთევზასნაირნი, ზვიგენები, და მრავალი სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის, გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვა.
მუზეუმის დირექტორი, დიდი ხნის განავლობაში, 1957 წლიდან მოყოლებული, იყო ჟაკ კუსტო.
0