11:06:23     02-11-2011
”გასპაჩო”
მასალა:
პომიდორი - 1500 გრ
ხახვი - 1 თავი
მარილი - გემოვნებით
პური - 150 გრ (თეთრი)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი (წითელი)
ნიორი - 2 კბილი
ზეითუნის ზეთი - 50 მლ
კიტრი - 200 გრ
ყველასათვის ცნობილი ესპანური ცივი სუპი, რომელიც უკვე დიდი ხანია პოპულარულია მთელს მსოფლიოში. პომიდორზე გავაკეთოთ ჯვრისებური ჩაჭრა და 1-2 წუთით ჩავდოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ მოვაცალოთ პომიდორს კანი. დავაბლენდეროთ გასუფთავებული პომიდორი, 1 ცალი წითელი წიწაკა და 1 თავი ხახვი. უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი პიურე. ნიორი დავჭყლიტოთ მარილთან ერთად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და დარბილებული პურის გული. დავამატოთ 1 ჩ/კ წყალი, ყველაფერი კარგად ავურიოთ. ეს ყველაფერი დავამატოთ დაბლენდერებულ მასაში. თუ სუპი გამოვა სქელი, შეიძლება დავამატოთ წყალი ან პომიდვრის წვენი. შევინახოთ სუპი მაცივარში 1-2 საათით. უნდა კარგად გაცივდეს. თეთრი პური დავჭრათ პატარა კუბიკებად და გავაშროთ ტაფაზე. ბულგარული წიწაკა და კიტრი ასევე დავჭრათ პატარა კუბიკებად. მირთმევის წინ ჩავყაროთ დაჭრილი კიტრი, პური და წიწაკა.
0