11:02:48     02-11-2011
ხორცი იტალიურად ტომატის სოუსში
მასალა:
ძროხის ხორცი - 1500 გრ
ღვინო - 200 მლ (თეთრი მშრალი)
როზმარინი - 3 ცალი (ტოტი)
პომიდორი - 800 გრ
ზეთის ხილი - 60 გრ (უკურკო)
ტიმიანი - 3 გრ
ზეითუნის ზეთი - 40 მლ
ნიორი - 3 კბილი
რეჰანი - 10 გრ
მარილი - გემოვნებით
ეს არის უგემრიელესი კერძი, რომელშიც გამოყენებულია მრავალფეროვანი სუნელები. ხორცი გამოდის ნაზი და წვნიანი. სრულყოფილად რომ შეაფასოთ- აუცილებლად უნდა მოამზადოთ და გასინჯოთ ეს კერძი. ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. გავაკეთოთ ბასთურმა. ჩავალბოთ ხორცი თეთრ ღვინოში, დავამატოთ როზმარინი და დავტოვოთ 1 საათით. მარინადი გადავასხათ, ოღონდ როზმარინი დავტოვოთ ხორცში. მაღალ ცეცხლზე გავაცხელოთ ზეთი და ჩავყაროთ ხორცი. შევბრაწოთ ხორცი ორივე მხრიდან და თან ხშირად ვურიოთ. ტაფა უნდა იყოს ღრმა, რომ დაეტიოს სოუსი. პომიდორის მოვაცალოთ ქერქი და დავჭყლიტოთ. დავამატოთ ნიორი, წვრილად დაჭრილი რეჰანი, ზეთის ხილი გაჭრილი ორად და ტიმიანი. ჩავასხათ სოუსი ხორცში, დავაყაროთ მარილი და მოვშუშოთ 30-40 წუთის განმავლობაში.
0