10:30:23     01-11-2011
სოკო მარინადში
მასალა:
ქამა სოკო - 500 გრ
ზეთი - 5 ს/კ
წყალი - 5 ს/კ
ძმარი - 2 ს/კ
მარილი - 1 ჩ/კ
შაქარი - 1/2 ჩ/კ
შავი წიწაკა - 10 ცალი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ნიორი - 2-3 კბილი
ქამა სოკო კარგად გავრეცხოთ და გავჭრათ ორ ნაწილად. თუ სოკოები პატარაა დავტოვოთ მთლიანი. ნიორი გავჭრად ოთხ ნაწილად. დაჭრილი სოკო და ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი ჩავდოთ ქვაბში და ვადუღოთ 3-4 წუთი დაბალ ცეცხლზე. გამოვიტანოთ ქვაბი სიცივეში და დავტოვოთ 3 საათით მარინადში. მზად არის. მირთმევის წინ შეიძლება დავაყაროთ კამა.
0