ელარჯი ელარჯი />


  11:11:38     31-10-2011

ელარჯი

a11825.jpg

მასალა:

სიმინდი  - 1 ჭიქა (მსხვილად დაფქვილი)
სიმინდის ფქვილი  - 4 ს/კ
სულგუნი  - 600-700 გრ
წყალი  - 4 ჭიქა

თუნუქის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ მსხვილად დაფქვილი სიმინდი და როგორც კი ადუღდება დაუკლოთ ცეცხლს. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ავურიოთ, რომ არ მიიწვას.
გავაგრძელოთ ხარშვა და ვურიოთ სანამ კარგად არ გასქელდება, უმი ფქვილის გემო არ უნდა იგღძნობოდეს.
შემდეგ დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ, რომ განაწილდეს. ელარჯი ვხარშოთ სანამ ყველი კარგად არ გადნება.

0

ავტორი: