11:51:35     29-10-2011
თევზი ტომატის სოუსში
მასალა:
ხეკი - 1200 გრ
ზეთი - 50 მლ
სტაფილო - 300 გრ
ხახვი - 2 თავი
ტომატი - 500 მლ
შავი წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
შაქარი - 5 გრ
კამა ხმელი - 1 ჩ/კ
ნიორი - 3 კბილი
ხეკი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
სტაფილო დავჭრათ მრგვალ და თხელ ნაჭრებად.
ხახვი ასევე დავჭრათ რგოლებად. ხახვი და სტაფილო შევწვათ ზეთში.
როცა ბოსტნეული მზად იქნება ერთი ნაწილი დავტოვოთ ტაფაზე და მეორე გადავდოთ.
თევზს დავაყაროთ მარილი ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ სხვა ტაფაზე მაღალ ცეცხლზე.
ორივე მხრიდან შევბრაწოთ.
როცა შეიბრაწება გადავდოთ თევზი მეორე ტაფაში, სადაც გვაქვს შებრაწული სტაფილო და ხახვი.
ზემოდან დავადოთ ბოსტნეულის მეორე ნაწილი, რომელიც გადავდეთ.
მოვამზადოთ ტომატის სოუსი: ტომატის წვენში ჩავჭყლიტოთ ნიორი, დავამატოთ წიწაკა, მარილი, ხმელი კამა, შაქარი.
კარგად ავურიოთ და დავასხათ თევზს.
დავაფაროთ თავსახური და მოვშუშოთ 40 წუთის განმავლობაში.
0