10:55:53     28-10-2011
თავისუფლების ქანდაკება 125 წლისაა
მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი - თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ნიუ-იორკში თავისუფლების კუნძულზე დგას დღეს 125 წელს აღნიშნავს.
ქანდაკების 125 წლის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიალის პროგრამაშია 125 იმიგრანტისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება. ისინი აშშ-ში მსოფლიოს 20 ქვეყნიდან არიან ჩასულნი. ასევე, აჟღერდება საფრანგეთისა და აშშ-ის ჰიმნები. დაგაგმილია სხვა ღონისძიებების გამართვაც.
ქანდაკება 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალში მონაწილება აშშ-ის იმდრინდელმა პრეზიდენტმა გრევორ კლივლენდმა მიიღო.
მონუმენტი აშშ-ის ხალხს საფრანგეთმა აჩუქა. მისი ავტორია მოქანდაკე ფრედერიკ ბარტოლდი. ქანდაკების სიმაღლე 92 მეტრია.
ქანდაკება ნიუ-იორკში დაშლილ მდგომარეობაში (350 ფრაგმენტი) გემით ჩაიტანეს. მისი წონა 225 ტონაა. მის დამზადებაში 125 ტონა ლითონი და 30 ტონა სპილენძი გაიხარჯა.
ghn
0