15 წლის ელენე ჯავახიას მეუღლის მკვლელობისთვის 10 წელი მიესაჯა 15 წლის ელენე ჯავახიას მეუღლის მკვლელობისთვის 10 წელი მიესაჯა />


  12:47:47     27-10-2011

15 წლის ელენე ჯავახიას მეუღლის მკვლელობისთვის 10 წელი მიესაჯა

a11709.jpg

სოციალური ქსელის საშუალებით გაცნობილი წყვილის თანაცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. 15 წლის ელენე ჯავახიამ, რომელმაც მეუღლე ,,სკაიპით’’ გაიცნო და მასზე დაქორწინდა, ერთთვიანი თანაცხოვრების შემდეგ იგი სამზარეულო დანით მოკლა. როგორც ბრალდებულის ჩვენებიდან ირკვევა, გათხოვების შემდეგ, მას ძველი მეგობარი ოჯახის დანგრევას და ცოლად მოყვანას სთავაზობდა. მეუღლეებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი ხშირად ხდებოდა. მორიგი კამათი კი ტრაგიკულად დასრულდა და ჯავახია განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა.      

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ, 15 წლის ელენე ჯავახიას საქმის განხილვა დაასრულა. აღნიშნული მკვლელობის შესახებ ,,პრესა.ჯი’’ ცოტა ხნის წინ წერდა. ჯავახიამ მეუღლის მკვლელობისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, იმ მოტივით, რომ იგი მეუღლის აგრესიისგან თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოკლა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ჩვენება არ გაიზიარა.

საქმის მასალების მიხედვით: ჯავახიამ და კახა ვ.–მ ერთმანეთი ,,სკაიპით’’ გაიცნეს და არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთთვიანი თანაცხოვრების შემდეგ კი, 2010 წლის 29 სექტემბერს, მათ ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ჯავახიას განმარტებით, მათ შორის კონფლიქტი არაერთხელ წარმოიშვა. ერთ–ერთი კამათის დროს კი იგი მეუღლეზე განაწყენდა და საკუთარი მშობლების სახლში წასვლა გადაწყვიტა. მეუღლემ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც მათ შორის დაწყებული კამათი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ჩხუბის დროს ჯავახიამ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს სამზარეულო დანით გულმკერდის მარცხენა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. რის შედეგადაც კახა ვ. ადგილზე გარდაიცვალა. როგორც აღვნიშნეთ, ჯავახია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა და სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ მისი მეუღლე მუდმივად ეჭვიანობდა და მეგობრებთან მობილურით კონტაქტს უკრძალავდა. თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც ახერხებდა ძველ მეგობართან სატელეფონო კონტაქტს, რომელიც მეუღლესთან გაყრას და მასთან თანაცხოვრებას ჰპირდებოდა.

განსასჯელის ჩვენება, თითქოსდა, მან მეუღლის მკვლელობა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, აუცილებელი მოგერიების მიზნით ჩაიდინა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, სადაც სრულად იყო გათვალისწინებული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, რის საფუძველზეც ჯავახიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. კანონის თანახმად, არასრულწლოვანს სასჯელი 1/3 –ით შეუმცირდა და  საბოლოოდ, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

0

ავტორი: