11:50:50     27-10-2011
თბილისში უკრაინული კულტურის დღეები გაიხსნება
დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში სამეფო უბნის თეატრში უკრაინული კულტურის დღეები გაიხსნება. პროექტის ფარგლებში ფოლკლორული კონცერტები, გამოფენები და სემინარები მოეწყობა. დღევანდელ საღამოში მონაწილეობას იღებენ უკრაინული ჯგუფები, ზუმბალენდი, არჩილ ნიჟარაძე და ბორის ბედია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტი უკრაინა - საქართველო სახელწოდებით „ორი გული, ერთი სული" უკრაინაში უკვე გაიმართა და ახლა მას საქართველო მასპინძლობს. უკრაინული დღეები ქალაქ თბილისის მერიისა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმის მხარდაჭერით ეწყობა. სამეფო უბნის თეატრში ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
GHN
0