ბორშჩი ქათმის ხორცით ბორშჩი ქათმის ხორცით />


  11:29:55     27-10-2011

ბორშჩი ქათმის ხორცით

a11694.jpg

მასალა: ქათმის ფილე – 300-400 გრამი, კარტოფილი – 5 ცალი, სტაფილო – 2 ცალი, ჭარხალი – 1 ცალი, ხახვი – 1 ცალი, ზეთი – 100 გრამი, ტომატ-პასტა – 50 გრამი, კომბოსტო – ერთი საშუალო ზომის კომბოსტოს ნახევარი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი  

ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად. ავადუღოთ ქვაბით წყალი და დაჭრილი ხორცი ჩავყაროთ. გასუფთავებული კარტოფილი დავჭრათ ასევე პატარა კუბიკებად. ხორცის ჩაყრიდან 10 წუთის შემდეგ ქვაბში კარტოფილი ჩავუშვათ. დაჭრილი ჭარხალი და სტაფილო ზეთდასხმულ ტაფაზე მოხრაკოთ, შემდეგ დავამატოთ ხახვი. ეს ყველაფერი რამდენიმე წუთში შეიწვება. ტომატ-პასტას დავუმატოთ ცოტა ცხელი, ადუღებული წყალი, ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მოვათავსოთ იმ ტაფაში, სადაც ბოსტნეული იწვება. ნელ ცეცხლზე 10-12 წუთის განმავლობაში ვადუღოთ. დავჭრათ კომბოსტო და როცა ხორცი და კარტოფილი, პრაქტიკულად, მზად იქნება, ჩავუშვათ დაჭრილი კომბოსტო. შემწვარი ჭარხალი და სტაფილო ტომატ-პასტით კომბოსტოს მერე მაშინათვე დავამატოთ. ამის შემდეგ ბორშჩი 3-4 წუთი უნდა ვადუღოთ. დავუმატოთ მწვანილი, ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით.

0

ავტორი: