,,მომავლის პარტიის’’ წევრს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ,,მომავლის პარტიის’’ წევრს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა />


  15:45:16     26-10-2011

,,მომავლის პარტიის’’ წევრს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

a11677.jpg

ჟურნალ ,,აი იას’’ გამომცემელს, ,,მომავლის პარტიის’’ წევრ ზურაბ ხუციშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ხუციშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2011 წლის 21 ივლისს,  თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მას პირადი ჩხრეკის შედეგად, 0,2085 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” აღმოაჩნდა.

საქმის მასალების მიხედვით: ,,გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ზურაბ ხუციშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შემცველი ფხვნილი.

ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალების ჩადება მოხდა მისი დამკავებელი პოლიციის თანამნშრომლების მიერ, ვინაიდან იგი იდევნება მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

საქმის არსებითი განხილვისას, სამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მკიცებულებები, რის შედეგად სასამართლომ მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, ზ. ხუციშვილის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს; ასევე  მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბრალდებულის დაკავებისას არანაირ კანონდარღვევას და იძულებას ადგილი არ ჰქონია; ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნა, რომლის თანახმად ზ. ხუციშვილს როგორც კლინიკურად, ასევე ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.’’

აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ხუციშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

0

ავტორი: