არქეოლოგიური მუზეუმი ჩიკაგოში არქეოლოგიური მუზეუმი ჩიკაგოში />


  11:42:21     26-10-2011

არქეოლოგიური მუზეუმი ჩიკაგოში

a11662.jpg

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი არის ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებული არქეოლოგიური მუზეუმი და უძველესი ახლო აღმოსავლეთის შესწავლის კვლევითი ცენტრი.

ინსტიტუტი განლაგებულია უჩვეულო არტ-დეკო/გოთური სტილის შენობაში, უნივერსიტეტისა და 58-ე ქუჩების გადაკვეთაზე, რომლის პროექტი ეკუთვნის არქიტექტურულ ფირმას „მეიერს მიუერ ენდ ფილიპი“. მუზეუმში ინახება ეგვიპტეში, ისრაელში, სირიაში, თურქეთში, ერაყსა და ირანში გათხრებით ნაპოვნი ისტორიული ნივთები. მნიშვნელოვან ნიმუშთა შორისაა განთქმული მეგიდოს სპილოს ძვლის სამკაულები, პერსეპოლისის განძეული, უზარმაზარი 40 ტონიანი ადამიანისთავა ფრთიანი ხარი ხორსაბადიდან, სარგონ II-ის სასახლიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი—მეფე ტუტანჰამონის მონუმენტი.

სახელწოდებიდან გამომდინარე, ინსტიტუტში ასევე, აქტიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს უძველეს ახლო აღმოსავლეთის თემებზე და არქეოლოგიური გათხრები მესოპოტამიასა და ნილოსის გასწვრივ. სხვა მნიშვნელოვან პროექტთა შორის, ინსტიტუტის მკვლევარები, ამჟამად, მუშაობენ 21 ტომიან ასირიულ ლექსიკონზე, ჰიტიტურ ლექსიკონსა და დემოტურ ლექსიკონზე.

0

ავტორი: