11:30:24     26-10-2011
U-995 – VIIC (გერმანია)გამოშვების წელი:1936 წელი
VII ტიპის წყალქვეშა ნავები წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ფლოტის საყრდენ ძალას. კრიგსმარინეს შეიარაღებაში შედიოდა დაახლოებით 700 ერთეული. ამ ტიპის ნავების უმრავლესობა წარმოებული იყო კომპანია AG Weser-ის მიერ. ომის განმავლობაში, VII ტიპის წყალქვეშა ნავებმა განიცადეს სერიოზული მოდიფიკაცია: დაემატა ტორპედოები და რადარსაწინააღმდეგო სისტემები; გაიზარდა დიზელის ძრავების სიმძლავრე და ა.შ. გემბანზე დამონტაჟებული იყო 88 მმ. კალიბრიანი სწრაფმსროლელი ქვემეხი 220 ჭურვით. წყალქვეშა ნავებისთვის ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა საჰაერო თავდასხმები. მოკავშირეთა თვითმფრინავებზე ადრეული გაფრთხილების რადარების გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა წყალქვეშა ფლოტის დანაკარგები. ნაცისტურმა გერმანიამ მიმართა რამოდენიმე ხერხს: წყალქვეშა ნავებზე გაუმჯობესდა იზოლაცია და დამონტაჟდა მძლავრი საზენიტო დანადგარი FLAK.
სტატისტიკური მონაცემებით, ომში ყველაზე დიდი პროცენტული დანაკარგი ჰქონდა გერმანულს წყალქვეშა ფლოტს: დაიღუპა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 75% (28 000 მეზღვაური).
VII ტიპის წყალქვეშა ნავები წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ფლოტის საყრდენ ძალას. კრიგსმარინეს შეიარაღებაში შედიოდა დაახლოებით 700 ერთეული. ამ ტიპის ნავების უმრავლესობა წარმოებული იყო კომპანია AG Weser-ის მიერ. ომის განმავლობაში, VII ტიპის წყალქვეშა ნავებმა განიცადეს სერიოზული მოდიფიკაცია: დაემატა ტორპედოები და რადარსაწინააღმდეგო სისტემები; გაიზარდა დიზელის ძრავების სიმძლავრე და ა.შ. გემბანზე დამონტაჟებული იყო 88 მმ. კალიბრიანი სწრაფმსროლელი ქვემეხი 220 ჭურვით. წყალქვეშა ნავებისთვის ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა საჰაერო თავდასხმები. მოკავშირეთა თვითმფრინავებზე ადრეული გაფრთხილების რადარების გამოჩენის შემდეგ კატასტროფულად გაიზარდა წყალქვეშა ფლოტის დანაკარგები. ნაცისტურმა გერმანიამ მიმართა რამოდენიმე ხერხს: წყალქვეშა ნავებზე გაუმჯობესდა იზოლაცია და დამონტაჟდა მძლავრი საზენიტო დანადგარი FLAK.სტატისტიკური მონაცემებით, ომში ყველაზე დიდი პროცენტული დანაკარგი ჰქონდა გერმანულს წყალქვეშა ფლოტს: დაიღუპა პირადი შემადგენლობის დაახლოებით 75% (28 000 მეზღვაური).
armada.ge
0