10:01:03     25-10-2011
ჟულიენი ქამა სოკოთი
მასალა:
ქამა სოკო - 500 გრ
არაჟანი - 200 გრ
ხახვი - 2 თავი
ჰოლანდიური ყველი - 100-150 გრ
წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ ზეთში. ქამა სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ ხახვი და მოვშუშოთ სანამ დარბილდება. დავაყაროთ მარილი გემოვნებით. დავამატოთ არაჟანი და ცოტათი ამოვაშროთ. მომზადებული სოკო არაჟნით ჩავდოთ სპეციალურ ფორმებში, ოღონდ ბოლომდე არ გავავსოთ. ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ჰოლანდიური ყველი. შევდგათ ღუმელში, სანამ ყველი არ გადნება და არ გაწითლდება.
0