„მისტრალის“ ისტორია და მახასიათებლები „მისტრალის“ ისტორია და მახასიათებლები />


  10:06:04     24-10-2011

„მისტრალის“ ისტორია და მახასიათებლები

a11564.jpg

პირველი სადესანტო მისტრალის კლასის ხომალდი მომსახურებაში შევიდა 2006 წელს. დღესდღეობით, საფრანგეთის საზღვაო ძალების შეიარაღებაში ამ ტიპის სამი ხომალდია... ძირითადი მოვალეობანი ამ გემებისა არის სადესანტო ოპერაციებში მონაწილეობა. გემებს ასევე შეუძლიათ საზღვაო საკომანდო ცენტრის ფუნქციის შეთავსება.

მისტრალის კლასის გემები ყველაზე დიდი საბრძოლო გემებია საფრანგეთის ფლოტში, ავიამზიდ შარლ დე გოლის შემდეგ.  ამ კლასის გემები იყენებენ ოთხ ან ორ მექანიზებულ სადესანტო „კარს“, დესანტისა და ტექნიკის გადასასხმელად. ხომალდს შეუძლია სრული სატანკო ბატალიონის დესანტირება უზრუნველყოს. ხომალდს შეუძლია დაიტიოს 450 კაცი დამატებით (მაქსიმუმ 900 კაცი). მისტრალის კლასის (LHD) ხომალდებზე შესაძლებელია ექვსი დიდი საბრძოლო ან 16 საშუალო ზომის ვერტმფრენის დატევა.

აღსანიშნავია, რომ დღეს საფრანგეთის შეიარაღებაში არსებული ნებისმიერი ვერტმფრენი მისტრალებისთვის „მისაღებია“. მისტრალებიდან შეუძლებელია თვითმფრინავის დაჯდომა-აფრენა შესაბამისი აღჭურვილობის არქონის გამო. ხომალდები აღჭურვილია 69 საწოლიანი საზღვაო ლაზარეთით. ასევე, შეიძლება დამატებით საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.

ამ კლასის გემებზე განლაგებულია მართვისა და კონტროლის ცენტრები. მართვის ცენტრი 150 კაცისაგან შედგება. გემი შეიარაღებულია ორი საზენიტო-სარაკეტო დანადგარით და ორი ტყვიამფრქვევით. მისტრალის კლასის ხომალდები იყენებენ ახალი თაობის ტექნოლოგიებს, რომლებიც ხომალდების მართვას და კონტროლს გაცილებით იოლს ხდის. ეს არის ალექტრული საბრძოლო ხომალდი. სიმძლავრეს გამომუშავებს 4 დიზელის გენერატორი, რომელიც 20.8 მგვტ-ს შეადგენს. ამ კლასის გემების მოქმედების რადიუსი 10 700 საზღვაო მილია (20 000 კმ). სიჩქარე კი 19 კვანძი.

Armada.ge

0

ავტორი: