ნახევრად გასამხედროებული, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალები ნახევრად გასამხედროებული, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალები />


  10:05:22     24-10-2011

ნახევრად გასამხედროებული, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალები

a11563.jpg

ცნობილია მათი რაოდენობა, ბაზები,მომზადების მეთოდები და დეტალური ისტორია ესენი არიან - „მწვანე ბერეტები“, რეინჯერები, „ზღვის კატები“ და აშშ-ს სხვა სპეცდანიშულების ძალები. ღია ინფორმაცია ცსს-ის შესახებ არ არსებობს,რაც ხშირად იწვევს გაღიზიანებას აშშ-ს სამმართველოს მიმართ.

ცსს 1947 წელს ჩამოყალიბდა,მაგრამ მანამდე დაზვერვის ნაწილები მეორე მსოფლიო ომის დროს ხშირად მოქმედებდნენ იაპონელებისა და გერმანელების ზურგში. კერძოდ,ისინი ამყარებდნენ კონტაქტებს პარტიზანებთან,რომლებიც მოქმედებდნენ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,წვრთნიდნენ და ხელმძღვანელობდნენ მრავალი ოპერაციების ჩატარების დროს.

ვიეტნამთან ომის დროს, ბევრი ცსს-ს მებრძოლი დაიღუპა ინდოჩინეთში და მათ ასაღებდნენ როგორც მწვანე ბერეტებს ან კერძო პირებად.მათ მოვალეობაში შედიოდა ანტიკომუნისტური მოძრაობის მხარდაჭერა და მოკავშირეების ძებნა. ანალოგიურ ოპერაციებს ისინი ატარებდნენ ირანში, ანგოლაში, კუბასა და სხვადასხვა ქვეყნებში.

ცსს-ს მებრძოლები წვრთნიდნენ ავღანელ მუჯაჰედებს (შესაძლოა, მათ რიგებში ბენ ლადენიც იყო) საბჭოთა კავშირთან ომის დროს.ბედის ირონიით, იგივე ნაწილები გაგზავნეს ავღანეთში  2001 წელს, რათა მათ აღმოეჩინათ და გაენადგურებინათ ბენ ლადენი.

Armada.ge

0

ავტორი: