09:57:18     24-10-2011
ტარატორი
მასალა:
კიტრი - 150 გრ
ნიორი - 2 კბილი
მარილი - 1/2 ჩ/კ
ზეთი - 40 მლ
კამა - 30 გრ
კეფირი - 900 მლ
ნიგოზი - 40 გრ
კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ კამა და ნიორი. კეფირი ჩავასხათ ქვაბში, ჩავაყაროთ დაჭრილი კიტრი, ნიორი, კამა და დავაყაროთ მარილი. ნიგოზი დავჭყლიტოთ ან დავაბლენდეროთ. სუპში დავამატოთ ნიგოზი და ზეთი, ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევინახოთ მაცივარში 1 საათით.
0