15:00:01     22-10-2011
ლიზა ოსეფაიშვილის ფოტოგამოფენა "მოპასანის საუკუნე"
24 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქუჩა, 7) ფრანგული ინსტიტუტი, „ბანკი რესპუბლიკა - სოსიეტე ჟენერალი“ და საჯარო ბიბლიოთეკა, წარმოგიდგენთ ლიზა ოსეფაიშვილის ფოტო გამოფენას
„მოპასანის საუკუნე“.
გამოფენა „მოპასანის საუკუნე“ გააცოცხლებს მე-19 საუკუნის ფრანგი მწერლების, გი დე მოპასანის, პროსპერ მერიმესა და ჟიპის (სიბილ ემე მარი ანტუანეტ გაბრიელ რიკეტი დე მირაბო) ნოველებს. წარმოდგენილი იქნება ამ ავტორების მიხედვით გადაღებული ფოტოები, ნოველებიდან ნაწყვეტების თანხლებით მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგულ ეპოქას წარმოადგენს, იმ ეპოქას როდესაც ცხოვრების ახლებურ აღქმასთან ერთად ხელოვნებაში ახალი ფორმები ჩნდება. ფოტოგრაფი გამოფენაში მოპასანის ეპოქის ფრანგულ საზოგადოებასა და თანამედროვე ქართულ საზოგადოებას შორის კავშირს ამყარებს.
პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები:
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი
საჯარო ბიბლიოთეკა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა გენერალური სპონსორის – “ბანკი რესპუბლიკა - სოსიეტე ჟენერალის” მხარდაჭერით.
პროექტში მონაწილეობენ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრისა და თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები:
ნინო თარხან-მოურავი, ქეთევან სვანიძე, კატო კალატოზიშვილი, ქეთევან შათირიშვილი, მაგდა ლებანიძე, რატი გოგუაძე, დათო კორიფაძე, შაკო მირიანაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, თაკო კანდელაკი, გიორგი შავგულიძე, სოსო ხვედელიძე, ზურაბ ვანსკი, ზურაბ პაპუაშვილი, ნინო ნამიჩეიშვილი და პაატა ინაური.
მისამართი: საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა, 7
დასაწყისი 24 ოქტომბერს 18 საათზე
0