• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

სერბეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემიის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სერბეთის ნაკრების ყფილმა ფეხბურთელმა მილიან მრდაკოვიჩმა თავი მოიკლა - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, რომელშიც თავდამსხმელი თამაშობდა.

მრდაკოვიჩი 38 წლის იყო. მან სიცოცხლე ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ბინაში დაასრულა, რომელიც ბელგრადის ცენტრში მდებარეობდა.

მილიანმა თავისი კარიერის მანძილზე უამრავ კლუბში მოასწრო თამაში, რომელთა შორის იყო უკრაინის "მეტალისტი", ავსტრიის "რედ ბული", თელ-ავივის "მაკაბი", პორტუგალიის "ვიტორიუ", ჩინეთის "შანდუნ ლუნენი" - ამ უკანასკნელში თამაშის დროს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო.

როგორც მისი შეყვარებული ივანა სტანიჩი აცხადებს, ფეხბურთელს არა ერთხელ გაუმხელია მისთვის, რომ სუიციდზე ფიქრობდა. მდგომარეობა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში ყოფნა მოუწია. მომღერლის თქმით, ამ გარემოებამ მას კიდევ ერთხელ უბიძგა საშინელი ნაბიჯის გადადგმისკენ, რადგან მიდრეკილი იყო დეპრესიისკენ.