• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის დასატოვებლად საკუთარი პასტით მივიდა

ივანიშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ბიზნესმენი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის წართმევაში ადანაშაულებს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის დასატოვებლად საკუთარი პასტით მივიდა, რასაც ეს ფოტოც ადასტურებს. 

საქმე ეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას და მასსა და ხალვაშსს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. 

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ამ ხელშეკრულებით დასტურდება რომ თავის დროზე, რუსთავი 2 სწორედ მან იყიდა და არა - ხალვაშმა.

ოქრუაშვილმა ეს ხელშეკრულება უკვე გაასაჯაროვა და ექსპერტიზაზეც მიიტანა ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის შესამოწმებლად. 

თუმცა, ხალვაში, ექსპერტიზის ბიუროში, ხელმოწერის დასატოვებლად რამდენიმე თვის განმავლობაში არ ცხადდებოდა. 

დღეს კი, მან, ექსპერტიზის ბიუროში საკუთარი პასტით მისვლა და ხელმოწრის დატოვება გადაწყვიტა. 

შესაბამისად,  შესაძლებელი გახდება ოქრუაშვილის მიერ გასაჯაროვებულ ხელშეკრულებაზე ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმებაც.

 


თეგები :

ხალვაში