• თბილისი
  • 21°C
  • 23 ოქტომბერი, 2019
article

ძაღლი, რომელსაც ჭოპორტში ყბის ძვლები ცემით დაუმტვრიეს და დამოუკიდებლად ჭამას ვერასოდეს შეძლებს, მამა სებასტიანემ შეიფარა

ჭოპორტში ხელკეტით ნაცემ ჰასკის, რომელსაც ყბების ძვლები დაუმტვრიეს და დამოუკიდებლად ჭამას ვერასდროს შეძლებს, ახალი პატრონი ჰყავს.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ინფორმაციით, ჰასკის ახალი პატრონი მამა სებასტიანეა.

მამა სებასტიანე ძაღლების თავშესაფარში მივიდა, ჰასკის წვნიანი საჭმელი ჩაუტანა და მასზე მზრუნველობის სურვილი გამოთქვა. მას თავშესაფრიდან ძაღლი გაატანეს. აღსანიშნავია, რომ მამა სებასტიანე რამდენიმე ტრამვირებულ ცხოველს მფარველობს.

„ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა. დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში , მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში , სოფელი წრომის დედაღვთისას მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი ყავს მიკედლებული და ნამკურნალები და თუ გამატანთ ამასაც მივხედავო. გავატანეთ“,- ნათქვამია ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჭოპორტში, ძაღლი სასტიკად სცემეს და ყბის ძვლები დაუმტვრიეს. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ჰასკი თავისით ვერასდროს შეჭამს.


თეგები :