• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

მარიშკა ჯავახაძე: ირანული რესტორნის პატრონები მთელი რუსთაველის ძაღლებს უვლიან... ჩემი ძაღლიც შესაკრეჭად წაუყვანიათ

მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

"მინდა ირანული რესტორნის შეახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩემ სახლთან, რუსთაველის 40 ში მდებარეობს. - დღეს გამოვედი სახლიდან და ჩემი მიკედლებული ალფა ვერსად ვნახე, აღმოჩნდა რომ ამ რესტორნის მეპატრონეს და მენეჯერს დასაბანად და შესაკრეჭად წაუყვანიათ. დათბა გარეთ და დიდ ბეწვში ცოდოა დაცხებაო. მთელი რუსთაველის ძაღლებს ესენი პატრონობენ, წვიმაში იფარებენ, სიცხეში წყალს ასმევენ და მუდამ ზრუნავენ მათ კვებაზე.

უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა მათთვის.

პ.ს დაბანილი და დავარცხნილი ალფას ფოტოსაც აუცილებლად განახებთ," - წერს მსახიობი და კომენტარებში თავისი ძაღლის ფოტოსაც ურთავს.


თეგები :

×