• თბილისი
  • 9°C
  • 19 აპრილი, 2019
article

ტაქსის მძღოლების მასშტაბური აქცია 18 აპრილს დაიგეგმა

ტაქსის მძღოლები 18 აპრილს, ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან. 

ტაქსის მძღოლების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ითხოვენ ორი წლით გადაიდოს ის რეგულაციები, რომელიც ტაქსის თეთრ ფერში გადაღებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები რეგიონში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს მიმართავენ და მოუწოდებენ, თბილისში, 18 აპრილს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

ვაგზლის მოედანზე შეკრებილ მძღოლებს დღეს „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მათ იურიდიულ დახმარებას დაპირდნენ.


თეგები :

×