• თბილისი
  • 24°C
  • 18 ოქტომბერი, 2019
article

"ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგონას ფერადი ფხვნილი მიაყარა და გოგონას მეგობარმა ბიჭმა არასწორად გაიგო" - მთაწმინდაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალები

კვირას, მთაწმინდის პარკში ქართველ და ინდოელ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაცია 23 მარტს "პრესა.ჯიმ" ექსკლუზიურად გაავრცელა.

მთაწმინდაზე, ფერების ფესტივალის მიმდინარეობისას, ქართველი და ინდოელი ბიჭები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტის ინიციატორები ქართველები იყვნენ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ამის მიზეზი გაუგებრობა გახდა - ინდოელმა ბიჭმა ქართველ გოგონას ფერადი ფხვნილი შეაყარა, რამაც გოგონას მეგობარი ბიჭის გაღიზიანება გამოიწვია. სიტყვიერი შეკამათება კი კონფლიქტში გადაიზარდა.

ფერების ფესტივალი ინდური დღესასწაულია, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს საღებავებით და ფერადი ფხვნილებით თხუპნიან.

გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვიდეო ნახეთ აქ


თეგები :