• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

"სახლიდან რომ გავიდა, ავდექი და მისი ყველა თეთრი პერანგი, ძალიან წყნარად და გულმოდგინედ, წვრილ ნაწილებად დავჭერი"

თამარ ჩერგოლეიშვილის მოგონებამ სოციალური ქსელის მომხმარებლების მოწონება დაიმსახურა. წერილს გთავაზობთ უცვლელად:

"კატო და ბებიაჩემი.

კატო 1997 წელს გაჩნდა, იანვარში - თან სახელმწიფო გამოცდები მქონდა თებერვალში, თსუ-ს ვამთავრებდი. თან ვმუშაობდი - სრულ განაკვეთზე, თან სათარგმნებს ვიღებდი, რომ ბევრი ფული მქონოდა.

ცალკე ვცხოვრობდი და ბებიაჩემი მოდიოდა ჩემთან კატოს მოსავლელად. 

ერთხელ მახსოვს, სამუშაო მქონდა და მოვიდა. 

კატოს მამას თეთრი პერანგი სურდა - დასაუთავებელი იყო და არ მეცალა. რაღაც უხეშად მითხრა (რა საქმე გაქვსო) და სახლიდან რომ გავიდა, ავდექი და მისი ყველა თეთრი პერანგი, ძალიან წყნარად და გულმოდგინედ, წვრილ ნაწილებად დავჭერი (ექსტრემალური მეთოდები უფრო ეფექტურია ხანდახან თემის დასალაგებლად და არც მე ვარ, დიდად დალაგებული). 

დავაუთავე მეთქი - მინდოდა მეთქვა, რომ დაბრუნდებოდა. 

კი მოეწონა, რომ დავჭერი (თავადაც არ აკლებდა), მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდიოდა, სანამ კატოს მამა არ მოვიდა - ეშინოდა, რამე არ დაგიშავოსო.

2000 წლის აგვისტოში გარდაიცვალა - უკვე წყნარად იყო, იცოდა რომ "თავი ქუდში მაქვს", - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა.


თეგები :