• თბილისი
  • 27°C
  • 26 მაისი, 2019
article

ივანიშვილის უკანონო ბიზნესი აფხაზეთში და 20 მილიარდამდე ზარალი, რომელიც ოლიგარქმა საქართველოს მიაყენა

ოლიგარქმა ივანიშვილმა, რომელიც წლებია უკვე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისა და ხალხის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება, ამჯერად, უკანონო ბიზნესი ოკუპირებულ აფხაზეთში წამოიწყო. ანუ იქ, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

საქმე ეხება ბიტკოინების ქარხნებს, რომლებიც ივანიშვილმა, გლდანისა და გორის ნაცვლად აფხაზეთში ააშენა - რუს და აფხაზ პარტნიორებთან ერთად (მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელება იკრძალება, რადგან ტერიტორიას არა ოფიციალური თბილისი, არამედ, ოკუპანტები აკონტროლებენ).

შედეგად, მაგალითად, 2010 წელთან შედარებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტოენერგიის აფხაზეთისათვის მიწოდება მკვეთრად გაიზარდა. 

ოლიგარქის საცეცები ოკუპირებულ აფხაზეთში

ენგურის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყველაზე დიდი და სტრატეგიული ჰესია, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 30 პროცენტს, აფხაზეთს ვაწვდიდით - სრულიად უფასოდ. 

თუმცა, 2012 წლის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთს უკვე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 50 პროცენტამდე მიეწოდება. 

ენგურჰესი, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, ოკუპირებული აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ერთადერთი სტრატეგიული წყაროა.

თუმცა, მაშ შემდეგ, რაც ივანიშვილმა, აფხაზ და რუს პარტნიორებთან ერთად ბიტკოინების ქარხნები ააშენა, იქ დენის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ მის მოსამარაგებლად,  ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50 პროცენტამდეა საჭირო. 

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა, საქართველოს განუყოფელ, თუმცა, ამ მომენტისათვის ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50 პროცენტამდე იმიტომ აწვდის რომ მიწოდებული ელექტროენერგიის 20 პროცენტი ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნებზე დაიხარჯოს.

წარმოიდგინეთ, აფხაზეთში, საიდანაც გამეფებული სიღარიბის, კრიმინალის, კორუფციისა და უპერსპექტივობის გამო ხალხი გარბის, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, რადგან ოლიგარქმა ივანიშვილმა იქ აშენებულ ბიტკოინების ქარხნებს, დენი „ჩალის ფასად“ მიაწოდოს.

ივანიშვილი მდიდრდება, ხალხი - ღარიბდება

ექსპერტების გათვლებით, ოლიგარქმა ივანიშვილმა, პირადი თუ მერკანტილური ინტერესების გამო, 2012 წლის შემდეგ საქართველოს 20 მილიარდზე მეტი დააკარგინა. 

აქ იგულისხმება როგორც მიტაცებული ქონება (პუშკინის სკვერი, ბოტანიკური ბაღი, სანაპირო ზოლი...), ისე ბიზნესის მონოპოლიების შედეგად ნაშოვნი მილიარდები. 

ივანიშვილი აკონტროლებს ცემენტის მონოპოლიას, საქართველოს რკინიგზას, ბანკების დიდ ნაწილს, პორტებს, გადაზიდვებს, ხე-ტყის ბიზნესს, ფალსიფიცირებული სპირტის ექსპორტს, მსხვილ ტენდერებსა და ახლა უკვე ბიტკოინების ქარხნებს - ოკუპირებულ აფხაზეთში. 

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 400 ათასზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, 100 ათასამდე ბავშვი შიმშილობს, ხოლო საქართველო, კორუფციის ინდექსით უკვე მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებს დაეწია. 

უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების პარალელურად, ოლიგარქის ოჯახი პირადი მოგების მიზნით იყენებს ისეთ სტრატეგიულ ობიექტსაც კი, როგორიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურია.

თუმცა იმას, რომ ივანიშვილს ბიტკოინების ქარხნები და უკანონო ბიზნესი აქვს ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში უარყოფენ, დაწყებული ეკონომიკის, გაგრძელებული ფინანსთა და დასრულებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში.


×