• თბილისი
  • 19°C
  • 24 ოქტომბერი, 2019
article

ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი- მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჩიბათში ჩავიდა და გადაწყვეტილება პედაგოგებს თავად გააცნო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

მასწავლებლის გლობალური კონკურსის ფინალისტს განათლების მინისტრმა წარმატება მიულოცა.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება. ეს არ არის მარტო ჩემი წარმატება, ის ეკუთვნის საქართველოს“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

თეგები :