• თბილისი
  • 7°C
  • 26 მარტი, 2019
article

"სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები ნახა, შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს"

"იმედის" ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს:

"მთელი დღე სოციალურ ქსელში დაატარებთ სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის, სპარტაკ ბუკიას ფოტოს. დიახ, ბატონებო, ეს არის ის ადამიანი, ვინც ბენეფიციარებისთვის ყველაფერი გააკეთა, რომ კარგ პირობებში ეცხოვრათ. დაახლოებით სამი თვის წინ, სურამში გაცივდა და ფილტვების ანთებაა დაემართა, მაგრამ მდგომარეობა უფრო მძიმე აღმოჩნდა, სიმსივნე! სამი თვეა ებრძვის ვერაგ დაავადებას და ძალიან დაუძლურდა. როდესაც გაიგო, რომ რეპორტაჟს ისევ ვამზადებდით დაწესებულებაზე, დაგვიკვაშირდა და გვითხრა, რომ უნდოდა მოეყოლა ყველაფერი, სურამის ფსიქიატრიულის რეაბილიტაციის შესახებ, რა გააკეთა და ასე შემდეგ! ბუნებრივია მივედი, იწვა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სიარული ძალიან უჭირდა, სინქრონის ჩაწერის დროს ისვენებდა, სუნთქვა უძნელდებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბევრი რამის თქმა. ახლა “დააქრიალებთ” მის ფოტოს და ქილიკობთ-ალბათ არ იცოდით, რა სჭირდა, ხომ? თავადაც აქვს სოციალური ქსელი და საკუთარი ფოტოები ნახა , შემდეგ ის საშინელი კომენტარები! სპარტაკის მდგომარეობა საღამოს დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს! ეს ვართ, საზოგადოება!" - წერს ჟურნალისტი.

იმავე თემას ეხმაურება სოციალური აქტივისტი გიორგი ნონიაშვილიც:

"გაურკვეველი წარმომავლობის პოპულარული გვერდები სპარტაკ ბუკიას სურათს დააფრიალებენ. ხალხიც ერთობა: მგონი პაციენტი დააწინაურეს დირექტორადო. 

ვითომ ხომ არაფერი?! არადა რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება:

1. სტიგმა იმ ადამიანების რომლებიც მათ გარეგნულ პარამეტრებში არ ჯდებიან;
2. სტიგმა ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტების;
3. ტოტალური გაუნათლებლობა, რომელიც მათ კარნახობს რომ ფსიქიატრიულის პაციენტის ამოცნობა გარეგნობითაა შესაძლებელი;
4. ტოტალური გაუნათლებლობა, რომელიც მათ კარნახობს რომ ადამიანს ბოროტულად დასცინონ და აქ ემპათიის ადგილი ნულოვანია.

სპარტაკ ბუკიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებია ძალიან მძიმეა. სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა," - წერს გიორგი.

თეგები :

×