• თბილისი
  • 12°C
  • 19 მარტი, 2019
article

"საქმროსთან ერთად იყო, ვალენტინობა აღნიშნეს და მანქანით ერთად წამოვიდნენ, ეს უბედურებაც მაშინ მოხდა" - ვინ იყო 19 წლის გოგონა, რომელიც ჩაქვში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა?

ჩაქვში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 19 წლის თამარ ართმელიძე დაიღუპა. თამარი ოზურგეთის სოფელ ნასაკირალიდან იყო და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

ტრაგედია 14 თებერვალს მოხდა. გოგონა საქმროსთან ერთად მტირალას მთაზე იმყოფებოდა, სადაც წყვილმა ვალენტინობა აღნიშნეს. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ავარია მოხდა, მანქანა ხრამში გადავარდა. გოგონა დაიღუპა, საქმრო კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.

უბედურ შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავდა. მათი თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200 მეტრიან ხრამში გადაიჩეხა.

ახლობლები ყვებიან, რომ თამარი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო. მათ ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. როცა უკან ბრუნდებოდნენ, სწორედ მაშინ დატრიალდა ტრაგედია. 

ახალგაზრდა მამაკაცი იმან გადაარჩინა, რომ ვარდნისას მანქანიდან გადმოვარდა სადღაც ხევის შუა ნაწილში გაიჩხირა. ის ახლა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. გოგონა კი მდინარეში ჩავარდა. ვარაუდობენ, რომ გოგონა წყალში დაიხრჩო, რადგან მძიმე ტრამვები მას არ ჰქონდა. თვითმხილველთა თქმით, შეიძლება გადარჩენილიყო კიდეც, მშველელს დროულად რომ მიესწრო.

თამარს მშობლები და უმცროსი და-ძმა ჰყავს.

თეგები :

×