• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

H1N1 ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ე.წ. ღორის გრიპით 8 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 4 აჭარაში. 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.  მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. 

თეგები :