• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

აქ არის მოკლული ახალგაზრდების დაუსრულებელი პანაშვიდი - პაატა ბურჭულაძე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მივიდა.

ბურჭულაძე ზაზა სარალიძის გვერდით კიბეებზე ჩამოჯდა და შვილმოკლულ მამებს თანადგომა საჯაროდ გამოუცხადა.
"აქ არის დაუმთავრებელი პანაშვიდი მოკლული ახალგაზრდების" - განაცხადა მსოფლიო ბანმა.

ბურჭულაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გამონახონ დრო და თუნდაც ერთი საათით მივიდნენ რუსთაველზე, რათა მოკლული შვილების მშობლებს სამძიმარი გამოუცხადონ.

შეკითხვაზე უერთდება თუ არა ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მთავარ მოთხოვნას- გადადგეს მთავრობა, ბურჭულაძე ამბობს, რომ არათუ უერთდება ამ მოთხოვნას, თავადაც იმავეს მოითხოვს.




თეგები :