• თბილისი
  • 11°C
  • 11 დეკემბერი, 2018
article

"სამი სიცოცხლით სავსე გოგონა, სამი გვამი და ათასობით გაუხმაურებელი შემთხვევა... მეზობლების აზრი უფრო გვაინტერესებს, ვიდრე თავად საკუთარი შვილები"

ინტერნეტ მომხმარებელ თორნიკე ნანობაშვილის წერილმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. წერილი საქართველოში ბოლო დროს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტებს და სოციალურ პრობლემებს შეეხება. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"2017 წლის ივნისი. 19 წლის ანა ხელაძის გვამს პოულობენ დეიდის ბინაში ყელგამოჭრილს.

მკვლელი: საკუთარი ბიძაშვილი.
მიზეზი: უარი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე.
ფონი: შანტაჟი.

2018 წლის თებერვალი. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის გვამს პოულობენ თემქის დასახლებაში.

მკვლელი: შეყვარებული
მიზეზი: სავარადოდ უარი მასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე.
ფონი: შანტაჟი, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის გავრცელების მუქარა.

2018 წლის აგვისტო(დღეს). პოულობენ 16 წლის თამარ მახარაძის გვამს, ჩამომხრჩვალს, საკუთარ სახლში.

თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი/ფონი:
სცოიალურ ქსელში, ამ ეტაპზე უცნობი პირის მიერ, ინტიმური მიმოწერის გავრცელების მუქარა.

სამი სიცოცხლით სავსე გოგონა, სამი გვამი და ალბათ ათასობით გაუხმაურებელი შემთხვევა, რომელიც, საბედნიეროდ, მკვლელობით ან თვითმკვლელობით ვერ დავაგვირგვინეთ ჩვენ - საზოგადოებამ, მშობლებმა.

ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ უბრალოდ კარგი დამტირებლები ვართ.

სოფლებში რომ ყავთ ხოლმე ერთი, პროფესიონალი დამტირებელი, ყველა პანაშვიდზე ვიაიპი საშვით - აი ეგა ვართ მთელი ქვეყანა.

სანამ ბავშვები პანტა-პუნტით არ ჩაგვაკვდებიან ხელებში, სანამ გვგონია, რომ ჩვენი შვილები ვიცით, მანამდე მოქმედება ჩვენი სტილი არ არის.

შვილო, შეგიძლია მესაუბრო სკოლაზე, იქ მიღებულ ნიშნებზე, უნივერსიტეტზე, იქ მიღებულ ქულებზე, გამოცდების სირთულეზე, მოკლედ საერთოდ ყველაფერზე, მაგრამ სექსუალურ ცხოვრებაზე?! აპაპაპა!

ხო გახსოვს რა გითხარი? ფეხი არ გადაგიბრუნდეს!

ეს არის ჩვენი საზღვრები. მეზობლების და ნაცნობების აზრი უფრო გვაინტერესებს საკუთარ შვილებზე, ვიდრე თავად საკუთარი შვილები.
დღემდე ძალიან დაკომპლექსებული, სუსტი, მშიშარა ნაბიჭვრები ვართ, რომლებსაც გვირჩევნია გვამი გვყავდეს, ვიდრე ის, ვინც ოჯახის "სახელს" არ წაადგება.

ჰოდა, მოდით, ბიძიებო და დეიდებო, სანამ სექსუალურ თავისუფლებას ებრძვით და ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს ტაბუს ადებთ, ეგ ufalma gaanatlos seni suli svilo გაიკვეხეთ ღრმად ტრაკში, ოქეი?"- წერს თორნიკე.

თეგები :