• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე დღეს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავენ

ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე დღეს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავენ. შვილმოკლული მამა და გაზეთ “ქრონიკა +”-ის რედაქტორი ითხოვენ უწყებამ დაადგინოს, რა მიზეზით ჩაიშალა მათი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში გამგზავრება.

მთავარ პროკურატურაში მისვლამდე ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართავენ ბრიფინგს და წარმომადგენლობას ამ ფაქტთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდიან.

კილაძე და სარალიძე განმარტებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგანაც ითხოვენ. მათი აზრით, სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრები სუს-მა მიზანმიმართულად ჩაშალა.

„შევიტანთ პროკურატურაში საჩივარს იმასთან დაკავშირებით თუ ვისგან იყო გავრცელებული ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ ვიყავით ტერორისტული დაჯგუფების წევრები და რატომ აპირებდნენ ჩვენს განეიტრალებას. სამწუხაროდ, მოუწევს საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა თუ რატომ დაგვადანაშაულა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ტერორიზმში,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.


თეგები :