• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2018
article

გარდაბანსა და მარნეულში ორ მამაკაცს გიურზამ უკბინა

გარდაბანსა და მარნეულში ორ მამაკაცს გიურზამ უკბინა. მათ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა გაუკეთეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, ბოლო ექვსი წელია, რუსთავში გიურზის კბენის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ქალაქის ზონალობიდან გამომდინარე, ანტირაბიული კაბინეტი ანტიგიურზინით მომარაგებულია.

რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან გამოძახებებს, გასულ თვეში ქვეწარმავლის შენიშვნის შემთხვევაში სპეციალისტის 25 გამოძახება დაფიქსირდა.

თეგები :