• თბილისი
  • 9°C
  • 11 დეკემბერი, 2018
article

საბერძნეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს

საბერძნეთში ქართველების დაჯგუფება დააკავეს, რომელიც საცხოვრებელი სახლების ძარცვით იყო დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მოცემულ მომენტში დაკავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. დაჯგუფების გამოაშკარავებისკენ მიმართული ოპერაცია კვლავ გრძელდება.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები კრიმინალურ საქმიანობა საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ატიკას რაიონში ეწეოდნენ.

თეგები :